FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 9 ნოემბერი 2020

2020 წლის 17  ნოემბერი, 16:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის „ფსიქოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა (სააპელაციო საბჭოს მიერ უკან დაბრუნებული საკითხი); 

2.ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის „ქრისტიანობის ისტორიის“ სადოქტო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა (სააპელაციო საბჭოს მიერ უკან დაბრუნებული საკითხი); 

3. სსიპ  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

4. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს „ფინანსების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის გახილვა. 

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით