FAQ

შეხვედრა ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან

19 ნოემბერი 2020

18 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) თანამშრომელთა მონაწილეობით, ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ სააგენტოს შორის მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ სამუშაო გეგმაზე შეთანხმებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, სამსახურების კომპეტენციების ფარგლებში წარმოადგინეს კონკრეტულ წინადადებები მომავალი თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემდგომ განვითარებას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღავნელო პრინციპებთან დაახლოებას.
ცენტრსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ (Twinnig) ფარგლებში დაიწყო.
დაძმობილების პროექტი ხორციელდება 2019 წლის ივლისიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად. პროექტის მმართველი კომიტეტის მეხუთე სხდომაზე, რომელიც 22 ოქტომბერს ჩატარდა ხელი მოეწერა ცენტრსა და EKKA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ორ სააგენტოს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის ეფექტური სისტემის შექმნას ემსახურება.

შეხვედრა ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან