პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 20 ნოემბერი 2020

2020 წლის 27 ნოემბერი, 14:00

დღის წესრიგი

1. სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ინდუსტრიული დიზაინის შესრულება“ და „გრაფიკული დიზაინის შესრულება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა

2. სსიპ კოლეჯ - „ლაკადას“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ელექტროობა“, „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ და „საფინანსო სერვისები“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა

3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანსო სერვისები“ (თბილისი) მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა

4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანსო სერვისები“ (ქ. ქუთაისი) მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა

5. ა(ა)იპ - კოლეჯ „იკაროსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „სასტუმრო მომსახურება“ და „სარესტორნო მომსახურება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა

6. სსიპ - კოლეჯ „მოდუსის“ მიერ წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსადმი მიმართვის განხილვა

საბჭოს სხდომა გაიმართება "Zoom"ის პლატფორმის გამოყენებით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოუერთდნენ საბჭოს სხდომას ბმულით, რომელიც გამოგეგზავნებათ საბჭოს სხდომის ჩატარების დღეს