საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო

20 ნოემბერი 2020

19 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში დაიწყო საკოორდინაციო შეხვედრები საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

 საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთანაც ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შესახებ.

 შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის განხორციელების საკითხი და არსებული გამოწვევები. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის ასპექტებზე.

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო