FAQ

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის წარდგენა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

21 ნოემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები დაიწყო ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის და უკუკავშირის მიღების მიზნით.

 

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტები წარედგინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

 

ცენტრის სტრატეგიული დოკუმენტები ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა წარადგინეს.

 

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ონ-ლაინ ჩატარდა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 89 წარმომადგენელი.

 

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:

 

  • ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
  • ინტერნაციონალიზაცია;
  • სერვისების განვითარება;
  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.

 

 სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება.

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის წარდგენა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის