ცენტრმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმა გააცნო

26 ნოემბერი 2020

25 ნოემბერს ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025) სტრატეგია და სამოქმედო გეგმა , ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს გააცნეს.

 

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების 30-მდე წარმომადგენელი.

 

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:

 

ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;

 

ინტერნაციონალიზაცია;

 

სერვისების განვითარება;

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;

 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;

 

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.

 

სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება.

ცენტრმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს 2021-2025 წლების სტრატეგიული გეგმა გააცნო