განცხადების ატვირთვის თარიღი: 30 ნოემბერი 2020
2020 წლის 8 დეკემბერი, 16:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუს “ჟურნალისტიკის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
4. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს "ფსიქოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/89646190411
Meeting ID: 896 4619 0411
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.