FAQ

ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრები გრძელდება

1 დეკემბერი 2020

30 ნოემბერს ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებმა კერძო ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ცენტრის სტრატეგიული დოკუმენტები გააცნეს. 

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ონ-ლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა კერძო ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებების 80 წარმომადგენელი.
 

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:

  • ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
  • ინტერნაციონალიზაცია;
  • სერვისების განვითარება;
  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება; 
  • პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.


სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება.

ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრები გრძელდება