FAQ

ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრები გრძელდება

2 დეკემბერი 2020

ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებს ცენტრის სტრატეგიული დოკუმენტები გააცნეს. 

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ონ-ლაინ რეჟიმში ტარდება.


ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს: 

  • ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
  • ინტერნაციონალიზაცია;
  • სერვისების განვითარება;
  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება. 

სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება.

ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრები გრძელდება