FAQ

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს

4 დეკემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს.

მიმდინარე შეფასება ხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში და სესიები მიმდინარეობს ონლაინ.

ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი ქიარან ჯეიმს ბურკი. ქიარანი არის ირლანდიის სამართლის რეფორმის კომისიის კვლევების დირექტორი, ამასთანვე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამების დირექტორი, სამართლისა და ენების ცენტრის დირექტორი და საერთაშორისო სამართლის პროფესორი, მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში.