1, 2 და 3 დეკემბერს , ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-მდე წარმომადგენლთან თემაზე - სტუდენტების როლი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში.
ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებსაც.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამშრომლებმა მიმოიხილეს სტუდენტთა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში ჩართულობისა და უნივერისტეტში სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, შეესრულებინათ პრაქტიკული დავალებები და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა დისკუსიის რეჟიმში.
ონლაინ ტრენინგების სერია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გაგრძელდება 2020 წლის 7 დეკემბერს თემაზე - სააკრედიტაციო თვითშეფასების პროცესის განხორციელება და პროგრამის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა