განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებს ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნეს.
СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:
ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
ინტერნაციონალიზაცია;
სერვისების განვითარება;
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება.
სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება.