FAQ

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გრძელდება ტრენინგების კვირეული

9 დეკემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გრძელდება ტრენინგების კვირეული.

 

7, 8 და 9 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 150-მდე წარმომადგენლთან თემაზე - „სააკრედიტაციო თვითშეფასების პროცესის განხორციელება და პროგრამის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა“.

 

ტრენინგები ფართო ჩართულობით განხორციელდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალის წევრებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.

 

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამშრომლებმა მიმოიხილეს სააკრედიტაციო თვითშეფასების პროცესის განხორციელების მეთოდოლოგია, პროცესში ჩართული მხარეების როლები და ფუნქციები, ძირითადი კითხვები, რომელსაც უნდა პასუხობდეს თვითშეფასების ანგარიში.

 

ტრენინგები წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში გამოეხატათ თავისი მოსაზრებები თვითშეფასების პროცესის თავისებურებებზე და გაეზიარებინათ ინსტიტუციის გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკები, ასევე გამოეთქვათ თავისი სურვილები პროცესის დახვეწის შესახებ.

 

მონაწილეების მიერ გამოითქვა სურვილი, რომ თავისი მოსაზრებები პროცესის განვითარების შესახებ შეეჯერებინათ თავის კოლეგებთან და გამოეგზავნათ ცენტრში, თვითშეფასების პროცესის ერთიანი დოკუმენტის შესაქმნელად

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით გრძელდება ტრენინგების კვირეული