FAQ

2013-2014 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

3 თებერვალი 2014

დღეს 11 საათზე გაიხსნა  2013/14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის ელექტრონული პორტალი. სტუდენტებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ  13 თებერვლის  18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით. ელექტრონული პორტალის მისამართია www.students.eqe.ge.
 
 
მობილობის საფასური შეადგენს 40 ლარს, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები თავისუფლდებიან აღნიშნული  გადასახადისაგან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქრთველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინერნეტის მეშვეობით.
 
 
სტუდენტს შეუძლია აირჩიოს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა.  მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული საკონკურსო ქულის მიხედვით.
 
 
მობილობის შედეგები მიმდინარე წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე და თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ნახოს სად მოიპოვა მობილობის უფლება. სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ დაწესებულებას.
 
 
მობილობის პროცესში სტუდენტები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით  მიიღებენ SMS  შეტყობინებებს.
 
 
დღეისთვის 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს მონაწილეობას მობილობის პროცესში . დარჩენილი 60 უმაღლესიდან 47-მა გამოაცხადა 6982 ვაკანტური ადგილი.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში არ იღებენ  მონაწილეობას   შემდეგი უნივერსიტეტები:
 
1.    ა(ა)იპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
2.    სსიპ   ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
3.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4.    სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
5.    ა(ა)იპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 
(2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრის  მობილობის პროცესში გამოცხადებული იყო  5154 ვაკანტური ადგილი და მონაწილეობა მიიღო 1596 სტუდენტმა).

2013-2014 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!