FAQ

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერი ტრეინინგების ციკლს

18 დეკემბერი 2020

14 და 15 დეკემბერს ვანგელის ტსილიგკირისმა (Vangelis Tsiligkiris) ჩაატარა ონალაინ ტრეინინგი თემაზე „ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება“. ტრეინინგი განკუთვნილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის,რომელიც წარიმართა ინგლისურ ენაზე.

ვანგელის ტსილიგკირის არის TNE-Hub (https://www.tnehub.org/) პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც ტრანსნაციონალური განათლების საკითხებით დაინტერსებულ მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს 25 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს გაცვალონ გამოცდილება. დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ბირმინგემ სითის უნივერსტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მისი კვლევის ინტერესებს წარმოადგენს სტუდენტების გამოცდილება და უმაღლესი განათლების სტრატეგიები ტრანსნაციონალური განათლების კონტექსტში. მას აქვს ტრანსნაციონალური განათლების და განათლების ინტერნაციონალიზაციის პროექტებში კონსულტანტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბრიტანეთის, მალტის, საბერძნეთის უნივერსიტეტებთან და სხვა ორგანიზაციებთან აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

ონლაინ ტრენინგები წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში გამოეხატათ თავისი მოსაზრებები ინტერნაციონალიზაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებთან დაკავშირებით. ონლაინ ტრეინინგი ასევე მოიცავდა მოწვეული სპიკერების ჩათულობას ლიმერიკისა და კენტის უნივერსიტეტებიდან, საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვას და საქართველოში არსებული გამოწვევების განხილვას.

ონლაინ ტრეინინგების სერია გაგრძელდება 17 და 18 დეკემბერს საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რომელიც შეეხება ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას.

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერი ტრეინინგების ციკლს