FAQ

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია ENQA 20 წლისაა

21 დეკემბერი 2020

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ ( ENQA) დაარსებიდან 20 წლის აღსანიშნავად გამოსცა პუბლიკაცია: „ხარისხის განვითარება ევროპულ უმაღლეს განათლებაში: ENQA– ს 20 წლის აღნიშვნა“.

 

პუბლიკაციაში ასახულია ENQA– ს წარსული, აწმყო და მომავალი ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ENQA–ს წევრი სააგენტოების სტატიები, მათ შორის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტატია - ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სივრცის განვითარების ოცწლიანი ამბავი საქართველოს პერსპექტივიდან.

 

სტატია მოამზადეს ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლალი გიორგიძემ.

 

სტატიის სანახავად გადადით ბმულზე https://enqa.eu/.../enqa-is-proud-to-publish-its-20th...

 

2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ENQA-სწევრის სტატუსი ხუთი წლის ვადით, რითიც დადასტურდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისობა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015)

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია ENQA 20 წლისაა