დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ! ცენტრში წარმოდგენილია პროექტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის „საექთნო განათლების“ წინაპირობების ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე, წარმოდგენილია მოდულები, რომლებშიც კომენტარების სახით ასახულია "ინსტიტუციური თვითშეფასებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში იდენტიფიცირებული ცვლილებები.
დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიმდინარე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინონ მოსაზრებები დოკუმენტებთან დაკავშირებით. დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე.
გთხოვთ, თქვენი პოზიციები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 110302
დანართი 1 - წინაპირობების შესახებ
საექთნო განათლება-მოდულები კომენტარებით