2020 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „მედიცინის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. ა(ა)იპ - აგრარული უნივერსიტეტის “მექანიკის ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „ფიზიკის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფარმაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
საბჭოს სხდომა გაიმართება "zoom" - ის პლატფორმის გამოყენებით.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით