FAQ

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერი ტრენინგების ციკლს

23 დეკემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერი ტრეინინგების ციკლს.

 

23 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 30-მდე წარმომადგენლთან.

 

შეხვედრაზე განხილული იყო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შეფასების პროცესის თავისებურებები, ასევე, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ირგვლივ საკითხები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და აკადემიური, მოწვეული პერსონალის წევრები.

 

ონლაინ ტრენინგი წარიმართა ინტერაქციურ რეჟიმში მონაწილეთათვის საინტერესო საკითხების ირგვლივ. მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა სურვილი სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების გაგრძელების შესახებ.

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერი ტრენინგების ციკლს