შპს აიბი - ევროკავკასიურ უნივერსიტეტს 2014 წლის 5 იანვარს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა, თუმცა, აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიმდინარეობს წარმოება.
ამდენად, შპს აიბი - ევროკავკასიური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი, მაგრამ მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:
1. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
2. მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.
3. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გავლილი სწავლის ერთი წელი.
ასევე სტუდენტებს უფლება აქვთ, შპს აიბი - ევროკავკასიური უნივერსიტეტის ავტორიზაციის გავლის შემდეგ, კვლავ გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ დაწესებულებაში მობილობის გზით.