FAQ

შემაჯამებელი შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

24 დეკემბერი 2020

23 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესზე და დაწესებულებების მიერ განხორციელებული თვითშეფასების პირველად შედეგებზე. ასევე, წარდგენილი იქნა ცენტრალიზებულად შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტები ათი კვალიფიკაციის ფარგლებში, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტთა შეფასების ხარისხს.

საუბარი შეეხო არაფორმალური განათლების აღიარების არსებულ სისტემას და მის გამოყენებას კვალიფიკაციის მიღების მოქნილობის საქმეში.

ეს შეხვედრა ცენტრის თანამშრომლობითი მიდგომის ნათელი მაგალითია. დაწესებულებებთან ერთად შევაფასეთ მიღწევები, არსებული გამოწვევები და შევთანხმდით მომავალი წლის მნიშვნელოვან აქტივობებზე. გვიხარია, რომ ხარისხის უწყვეტი განვითარების საქმეში ერთსულოვანნი ვართ. მომავალ წელს თანამშრომლობის ბევრ ეფექტურ და საინტერესო ფორმატს შევთავაზებთ დაწესებულებებს „- განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ.

შემაჯამებელი შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან