FAQ

ცენტრის 2020 წლის მიღწევები და 2021 წლის ამოცანები

25 დეკემბერი 2020

1. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებთან დაკავშირებული ცვლილებები

 

· დაიგეგმა და განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია. ატესტაციის შედეგად, ექსპერტთა კორპუსის წევრებმა გაიარეს ატესტაციის პროცედურები, რომლებმაც საატესტაციო კომისიას შესაძლებლობა მისცა, რომ ყოველმხრივ და სიღრმისეულად შეეფასებინა ექსპერტთა კორპუსში მყოფი პირების კომპეტენცია, უნარები და ეთიკური დამოკიდებულებები.

 

· უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსს დაემატნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტები, რომლებიც შეირჩნენ საჯარო და ღია კონკურსის საფუძველზე. აღნიშნული პირები, დარგის ექსპერტებთან ერთად განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას და ძირითადად ორიენტირებულები იქნებიან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაზე უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან.

 

 

· ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებისთვის ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი. ამასთან, მუდმივად ხორციელდებოდა ექსპერტთა კორპუსების განახლება. ამ მიზნით, სტუდენტი ექსპერტების შერჩევის მიზნით საჯაროდ გამოცხადდა კონკურსი. ამასთან, ექსპერტთა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების პროფესიული განვითარების და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, მომზადდა ვიდეორგოლები შემდეგ საკითხებზე: ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, უმაღლესი განათლების სისტემა, ექსპერტთა საქმიანობის წესი და ეთიკის კოდექსი. ასევე, განხორციელდა ექსპერტთა საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც ექსპერტების საქმიანობის უფრო დეტალური და სრულყოფილი შეფასების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ექპერტებს გააცნეს შეფასების შედეგების შესახებ მომზადებული ანგარიში და მათთან ერთად დაიგეგმა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის შემდგომი აქტივობები.

 

· უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მომზადდა სამუშაო ჯგუფი, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები. მომზადებულია შესაბამისი პროექტები, რომლებიც უკვე გაიგზავნა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკუკავშირის მისაღებად.

· განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ფორმები. აღნიშნული ცვლილებებით მნიშვნელოვნად შემცირდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ცენტრში ავტორიზაციისთვის ან აკრედიტაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

 

· შემუშავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ან აკრედიტაციის მინიჭებიდან 3 წლის თავზე წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშების ფორმები და განისაზღვრა აღნიშნული ანგარიშების წარმოდგენის კონკრეტული პერიოდები.

 

 

· შემუშავდა ცენტრში წარმოდგენილი სააპელაციო და სხვადასხვა სახის საჩივრების წარმოდგენისა და განხილვის მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგია და საჩივრის ფორმები განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე.

 

· ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გათვალისწინებით, ინსტიტუციებისთვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მომზადდა გზამკვლევი. ცენტრის ვებგვერდს დაემატა ახალი კატეგორია - „მხარდაჭერა COVID-19”-ს პირობებში, რომელიც აერთიანებს რჩევებს და სასარგებლო რესურსებს ინსტიტუციებისთვის ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე, მომზადდა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაიგზავნა კითხვარები, იმის შესაფასებლად, თუ როგორც გაართვეს მათ თავი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დისტანციური ფორმის სასწავლო პროცესის განხორციელებას და ამასთან დაკავშირებით რა ძირითადი გამოწვევები ჰქონდათ მათ. ასევე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციური ფორმით განხორციელებულ სასწავლო/სამეცნიერო კომპონენტებზე ხარისხის შეფასება.

 

 

· ცენტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმა და განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, წლის დასაწყისში ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიგზავნა იმ საკითხების და თემების ჩამონათვალი, რომლებშიც ისინი ისურვებდნენ ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, განისაზღვრა პრიორიტეტული თემები და დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები, რომლებსაც წარუძღვნენ, როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

 

· ცენტრის ინიციატივით განხორციელდა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სტატუსთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ცვლილებების ინიცირება. აღნიშნული ცვლილებებით იზრდება საკოორდინაციო საბჭოს, როგორც დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლობითი ორგანოს როლი და ფუნქციები ცენტრი საქმიანობის ძირითად პროცესებში.

 

· ასევე, წელს ცენტრი ახორციელებს ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების წევრების შერჩევის პროცესების ადმინისტრირებას. ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილია შესაბამისი შესარჩევი კომისიები, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე მინისტრს შესაბამის კანდიდატურებს წარუდგენენ.

 

· ცენტრის ინიციატივით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, აკრედიტაციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის გაუქმების, ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნებოდა მიღებული, მას შეეძლოს, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.

 

 

· ზემოაღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმამ, ან მისთვის აკრედიტაციის გაუქმებამ არ შელახოს სტუდენტის კანონიერი ინტერესები და მას ჰქონდეს არჩევანი მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულოს იმ პროგრამაზე, რომელზეც ის ირიცხებოდა, ან ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

· ერაზმუს პლუსის მიერ დაფინანსებული DEQAR CONNECT პროექტის ფარგლებში DEQAR საინფორმაციო ბაზასთან მოხდა ცენტრის ახალი ვებგვერდის სინქრონიზაცია. სინქრონიზაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, ავტომატურად მოხდება მათი ასახვა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის (EQAR) ელექტრონულ ბაზაში.

 

 

· შემუშავდა ავტორიზაციის საბჭოს წევრთა სახელმძღვანელო, ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებზე ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს ტრენინგი. აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს საბჭოს საქმიანობის გაუმჯობესებას და ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

 

2. განათლების სამივე საფეხურზე თვითშფასების სისტემის დანერგვა

 

· ENQA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო აქტებსა და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადდა წინდადებები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მონიტორინგის სისტემის და თვითშეფასების პროცესის გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტი გერმანელ და ესტონელ ექსპერტებთან ერთად დაძმობილების პროექტის თვინინგის ფარგლებში განიხილეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით დამტკიცდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების 3 წლიანი თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

 

· პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თვითშეფასების ორგანიზების მიმართულებით ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები, ხოლო მიმდინარე წელს თვითშეფასების ანგარიში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 85 საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა. მომავალ წელს ამ თვითშეფასებებზე დაყრდნობით დაიგეგმება სისტემური და ინსტიტუციური მხარდაჭერის ღონისძიებები. პარალელურად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობით მომზადდა ელექტრონული პლატფორმა მომავალში თვითშეფასებები ელექტრონულ ფორმატში განსახოციელებლად.

 

 

· ზოგადი განათლების საფეხურზეც განხორციელდა თვითშეფასების პროცესი. განხორციელდა ანალიზი და დაწესებულებებისთვის დაიგეგმა მომავალი წლის ტრენინგები. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგადი განათლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაქმნელად, რასაც ზოგად განათლებაში თვითშეფასების სისტემის სრული გადახედვა მოჰყვება.

 

 

3. კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები

 

ჩატარდა უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურა,

რომლის განხილვაც უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ექპერტებთან მიმდინარეობს. 2021 წლის აპრილიდან იგეგმება კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება ფილოსოფიის, ისტორია-არქეოლოგიის, ენებისა და ლიტერატურის მიმართულებებში. პილოტირების პროცესის შედეგების გათვალისწინება კლასტერული აკრედიტაციის მექანიზმის დახვეწის მიზნით მოხდება. პილოტირების პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები ესტონეთიდან და გერმანიიდან. პარალელურად, 2021 წლისათვის დაიგეგმა ჰუმანიტარული მიმართულების ანალიზის განხორციელება და ასევე ჰუმანიტარული ვიწრო და დეტალური სფეროების მიმართულებით (ისტორია, არქეოლოგია, ენები, ქართული ფილოლოგია) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება.

 

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური აკრედიტაციისგან განსხვავებით, კლასტერული აკრედიტაცია დაზოგავს ადამიანურ რესურსებს, დროსა და ხარჯებს, როგორც ცენტრისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის, ის ასევე ხელს შეუწყობს კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას. ამასთან, კლასტერული აკრედიტაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აკრედიტაციის ექსპერტებს და საბჭოს წევრებს მისცემს მეტ შესაძლებლობას, რომ ინსტიტუციის ფარგლებში უკეთ დაინახონ კონკრეტული სფეროსა და დარგის განვითარების ტენდენციები.

 

 

4. საგანმანათლებლო პროგრამების კვალიფიკაციების ახალ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანა

 

· დაიწყო განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვის პროცესი, რაც მოიცავს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განახლებულ ჩარჩოს განზოგადებული სწავლის შედეგებთან და კლასიფიკატორით განსაზღვრულ სწავლის სფეროებთან თავსებადობის დადგენას.

 

· შემუშავდა და დამტკიცდა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ერთსაფეხურიანი, ქართული ენის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩოსთან და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცენტრში წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის ფორმები. ასევე, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით დაზუსტდა, თუ რომელ პროგრამებს არ მოუწევთ ცენტრში თვითშეფასების ანგარიშების წარმოდგენა. 2020 წელს არარეგულირებადი სფეროებისათვის განხორციელდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება.

· დასრულდა პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოების ფორმირება, დამტკიცდა 12 მიმართულების დარგობრივი საბჭო. ჩატარდა საინფორმაციო სემინარი და მიმდინარე წელს დაიწყო ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განიხილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელების

შესაძლებლობები (მიმართულებების მიხედვით). საბჭოს სხდომები ინტენსიურ რეჟიმში 2021 წელსაც გაგრძელდება.

 

· 2021 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები, რათა ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდნენ შრომის ბაზრის შეცვლილ მოთხოვნებს, ასევე მოხდება პროფესიული კვალიფიკაციების სპექტრის მნიშვნელოვანი გაფართოება.



 

5. ავტორიზაციის 4-შკალიანი სისტემა

 

2020 წლის თებერვალში არსებითად შეიცვალა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი შედეგი შეფასების ხისტი სისტემიდან განვითარებაზე ორიენტირებულ, ოთხდონიან სისტემაზე გადასვლა იყო, რაც უმაღლეს განათლებაში უკვე ორი წელია დაინერგა. მომავალ წელს ანალოგიური სისტემა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილშიც შემოვა.

 

 

6. კერძო სექტორი - პროფესიული განათლების ყველაზე დიდი მოკავშირე (დუალური სწავლება და სავაჭრო პალატის ფაქტორი)

 

გაიზარდა დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რიცხვი. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განვითარების, ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებისა და დარგობრივი ექსპერტული კომპეტენციებით დახმარების, ხარისხის კონტროლისა და განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დეწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, რამაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში პალატა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელთა კონსულტაციების პროცესში, ასევე, პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში ცალკეული საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ექსპერტთა კორპუსის ატესტაციისა და სერტიფიცირების პროცესში ჩაერთო.

 

კერძო სექტორის ჩართულობა ასევე სხვადასხვა სექტორული ასოციაციების დონეზეც ხდება, როგორც ექსპერტთა კორპუსში მათი მონაწილეობის, ისე ავტორიზაციის, ან მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს, სააპელაციო საბჭოს შემადგენლობაში, დარგობრივ საბჭოებში მათი მონაწილეობის გზით, რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო სექტორის მიერ მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების, ასევე კოლეჯებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მთი ჩართულობის მზარდ ტენდენციაზე.

 

 

7. სიახლეები სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით

 

ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის განათლების სივრცეში მისი ცნობადობის ამაღლება და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრმა მოიპოვა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, ის ასევე გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) წევრი. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NAQA) და ესტონეთის ხარისხის უზრუნევლყოფის სააგენტოსთან (EKKA) გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ცენტრი შარჩიეს ევროკომისიის და ერაზმუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების მონაწილედ. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) და ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) თემატური საექსპერტო ჯგუფების სამუშაო ფორმატებში.

 

 

8. სადოქტორო და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება

 

სადოქტორო საფეხურის პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ თემატური ანალიზის მომზადების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემატური ანალიზის მეთდოლოგიის გათვალისწინებით მუშაობს ანალიზის დოკუმენტზე. ანალიზის საფუძველზე დაგეგმილია სადოქტორო პროგრამების შეფასების სტანდარტების გადახედვა.
 

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სამედიცინო განათლების მიმართულებით დარგობრივი საბჭო, რომელიც გადახედავს სამედიცინო განათლების დარგობრივ სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების ხარისხს.



 

 

9. COVID -19 და ცენტრის ღონისძიებები

 

2020 წელს COVID-19 გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც ქვეყანა, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი . წლის განმავლობაში ცენტრმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა .
 

ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ფიზიკურ პირებს შესთავაზა სხვადასხვა სახის დისტანციური თუ ონლაინ სერვისები. მათ შორის:
 

· დაწესებულებებსა და ინდივიდუალურ პირებს განცხადებით მომართვა და დოკუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ როგორც საქართველოს ფოსტის მეშვეობით , ასევე ელექტრონულად, www.my.gov.ge-ს, info@eqe.ge და www.eflow.emis.ge-ს მეშვეობით, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა ან სერვისებისა , სადაც წარმოსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

 

· ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამისა) შეფასების პროცესის განხორციელება დაიწყო მთლიანად დისტანციურ ან ნახევრად დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუკი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და სწავლის შედეგები მოითხოვდა სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დათვალიერებას, ექსპერტები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები სრული დაცვით ახორციელებდნენ მატერიალური ბაზის დათვალიერებას.

 

 

· ცენტრმა საბჭოების ზეპირი მოსმენების ჩატარება დაიწყო ონლაინ რეჟიმში, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით და ცენტრის ვებგვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსებული ბმულის საშუალებით მისცა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ონლაინ რეჟიმში საბჭოზე დასწრების საშუალება.
 

· ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით, მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად სარგებლობენ ცენტრის სერვისებით, როგორებიცაა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

 

· მოქალაქეებს, რომლბსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მატერიალურად უწევთ დოკუმენტების წარმოდგენა ცენტრში, მათი ვიზიტი მხოლოდ პორტალ www.my.gov.ge -ზე წინასწარი დაჯავშნით ხორციელდება.

 

 

 

 

 

2021 წელს ხარისხის განვითარების კუთხით ცენტრის მთავარი ამოცანები

 

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანებია:

 

· ცენტრის და მისი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან (ESG 2015) სრული ჰარმონიზაციის მიზნით, განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ცენტრის დამოუკიდებლობის გაზრდაზე, ექსპერტების მომზადება/გადამზადების სისტემის ინსტიტუციონალიზაციაზე და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მექანიზმების და პროცედურების დახვეწაზე იქნება მიმართული.

 

· სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებლად შემუშავდება ხარისხის უზრუნველყოფის დამატებითი მოთხოვნები. ახალი მოთხოვნები მიმართული იქნება ქვეყანაში არსებული სადოქტორო პროგრამების ხარისხის გაზრდაზე, მათ მოქნილობასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე.

 

 

· უნდა დაინერგოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელი. ინდივიდუალური აკრედიტაციისგან განსხვავებით კლასტერული აკრედიტაცია გულისხმობს კონკრეტულ სწავლის სფეროში აკრედიტაციის მოპოვებას, ახალი მიდგომა დაზოგავს ადამიანურ რესურსებს, დროსა და ხარჯებს, როგორც ცენტრისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის, ის ხელს შეუწყობს კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას.

 

· უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დაინერგება განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და კლასიფიკატორი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) პრინციპებთან და მოთხოვნებთან.

 

 

· ეტაპობრივად უმაღლესი განათლების სფეროებისთვის, დარგებისთვის შემუშავდება დარგობრივი მახასიათებლები (Benchmarks). აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები, როგორც შრომის ბაზრის წარმომადგენლები, ასევე კონკრეტული სფეროა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავება ხელს შეუწყობს პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ის ასევე შეამცირებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის

ექსპერტების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების სუბიექტურად შეფასების რისკებს.

 

· იგეგმება მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განახლება, რომელიც ითვალისწინებს თემატური კვლევის შედეგებს, WFME-ისა და სამედიცინო სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციებს.

 

 

პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანებია:

 

· 2020 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგების ანალიზი სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე.

 

· პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელების უფლების მოპოვების მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირების საჭიროებების ანალიზი.

 

 

· პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების საქმიანობის შეფასება და ანალიზი.

 

· პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტებისათვის შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობების განხორციელება.

 

 

· საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელი ზოგადი სავალდებულო მოდულების განახლება ევროკავშირისა 8 საკვანძო კომპეტენციის შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებით.

 

· არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შესარჩევი კონკურსის განხორციელება და სერტიფიცირება.

 

 

ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით მთავარი ამოცანებია:

 

· სტანდარტების შეფასების დიფერენცირებული მიდგომის შემოღება.

 

· ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებსა და პროცედურებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგად

ბჭოს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.

 

 

· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით ინფორმაციის გაშუქება.

 

· უცხოური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აღიარების პროცედურის დახვეწა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი საერთაშორისო პროგრამების ხელმისაწვდომობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებად, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კურიკულუმის განხორციელების გზით, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას.
 

 

ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ამოცანებია:

 

· უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო და ევროპული ქსელების წევრობის შენარჩუნება და თანამშრომლობა ხარისხის უზრუნველყოფის სხვა სააგენტოებთან.

 

· ბოლონიის მოთხოვნების გათვალისწინებით ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკრედიტებთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელების შესახებ ევროპული გამოცდილების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაზიარება.

 

· ავტორიზაციის სტანდარტების და ინდიკატორების პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორებთან შესაბამისობის ანალიზი.

 

ცენტრის მიერ გაწეული სერვისები განვითარების მიმართულებით დაგეგმილია:

 

მიუხედავად სწავლების ფორმისა (დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება), ერთიანი, სტანდარტული პროცედურის და კრიტერიუმების განსაზღვრა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურისას.