FAQ

საჯარო განხილვა - ინიცირებული ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება“

18 იანვარი 2021

დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ! ცენტრში გარე ინიცირების ფარგლებში წარმოდგენილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება“ ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დასახელებულ ჩარჩო დოკუმენტში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის დამატებას.

ასევე, წარმოდგენილია „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების“ ჩარჩო დოკუმენტის სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელებისა და შეფასების შესაძლებლობების განსაზღვრის პროექტი.

 

დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიმდინარე წლის 21 იანვრის ჩათვლით წარმოადგინონ მოსაზრებები წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით. დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომაზე. გთხოვთ, თქვენი პოზიციები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge

 

საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 110302

 

დანართი 1 - „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება“ ჩარჩო დოკუმენტის ცვლილებების სრული პაკეტი.