ცვლილებები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში

21 იანვარი 2021

20 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 120-მდე წარმომადგენელთან თემაზე - “ცვლილებები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში”.

მიმდინარე პერიოდში, ცენრის მიერ მომზადდა ავტორიზაციისა და ავტორიზაციის დებულებებში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელიც დაეფუძნა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG - 2015) სრულად ჰარმონიზაციის მიზნით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტების მიერ ცენტრის შეფასების რეკომენდაციების ანალიზს, გარე ხარისხის პროცესების მიმდინარეობისას ცენტრის მიერ გამოვლენილი გასავითარებელი მხარეების გამოცდილებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებზე დაფიქსირებულ მოსაზრებებს და შენიშვნებს.

შეხვედრაზე განხილული იყო დებულებებში შესატანილი ცვლილებების დეტალები და პრიორიტეტულობა, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უკუკავშირები, რომელიც შეიმუშავეს დებულებების გაზიარებულ პროექტებზე.

ონლაინ შეხვედრა წარიმართა ინტერაქციურ რეჟიმში მონაწილეთათვის საინტერესო საკითხების ირგვლივ. მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა სურვილი სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების გაგრძელების შესახებ.

ცვლილებები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში