FAQ

გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა

17 თებერვალი 2014

2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა.  ერთი უმაღლესიდან მეორეში გადასვლის მსურველი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით რეგისტრირდებოდნენ.
 
მობილობაში მონაწილეობდა 47 დაწესებულება. სულ დარეგისტრირდა 2262 სტუდენტი. მობილობის უფლება მოიპოვა 1919 სტუდენტმა. წარმოდგენილი იყო 6982 ვაკანტური ადგილი, რომლიდანაც ვაკანტური დარჩა 5063.
 
შარშანდელ მობილობასთან შედარებით, წელს გამოცხადებული იყო 1828-ით მეტი ვაკანტური ადგილი, დარეგისტრირდა 666-ით მეტი სტუდენტი, ხოლო მობილობის უფელბა 626-ით მეტმა სტუდენტმა მოიპოვა.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობის მსურველ სტუდენტებს ტრადიციულად შესთავაზა მომსახურების კომფორტული  პირობები - პორტალზე რეგისტრირებული სტუდენტები ეტაპობრივად იღებდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს რეგისტრაციის წარმატებით გავლის თუ კონკურსის შედეგების შესახებ.  თითოეულმა სტუდენტმა სხვადასხვა შინაარსის 7 sms მიიღო.
 
ცენტრი მობილობის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეახსენებს - დაუყოვნებლივ  მიმართონ მიმღებ უმაღლესს, რომ დროულად გაარკვიონ დოკუმენტების წარდგენისა და დაგროვილი კრედიტების აღიარების შედეგების ვადების თუ სხვა პროცედურების დეტალები.
 
მომდევნო, შემოდგომის სემესტრის მობილობა 2014 წლის აგვისტოში  გამოცხადდება.

გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა