ცენტრის კოორდინირებით და „ საოფისე საქმისა და ღონისძიების ორგანიზება “ პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ჩართულობით შემუშავდა ცვლილებების პროექტი მოდულებზე დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა 2021 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვთ ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე.
გთხოვთ, თქვენი პოზიციები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02