განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით მართავს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენცია გახსნა განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უმაღლეს განათლებას, რომელზეც განიხილეს:
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები;
ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი მიმართულებები რომის მინისტერიალის შემდეგ;
ბოლონიის პროცესის გავლენა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე;
უმაღლეს განათლებაში მიკრო კრედიტების აღიარების ევროპული და ეროვნული გამოცდილება;
სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული მოთხოვნების შესაბამისად; უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში;
სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ასევე სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა : უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) დირექტორმა მარია კელომ, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტმა დევიდ გორდონმა, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორმა ჰელი მატისენმა, ბელგიის ფლამანდრიის რეგიონის მთავრობის, განათლების და ტრენინგის დეპარტამენტის, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მაგალი სოენენმა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ გაბელმა, ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) ვიცე-პრეზიდენტმა იაკუბ გროდესკიმ და ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) საერთაშორისო სტუდენტმა ექსპერტებმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.