FAQ

ზოგადი განათლების სესია

29 იანვარი 2021

 

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ზოგად განათლებას, რომელზეც განიხილეს:

ზოგადი განათლების რეფორმის მიმდინარეობა და პერსპექტივები;

მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები;

საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა;

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და

გამოწვევები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა შეაჯამა ცენტრის 2016-2020 წლების საქმიანობა და კონფერენციის მოანაწილეებს გააცნო ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევებზე და გამოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, რესურსცენტრების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

ზოგადი განათლების სესია