განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით მართავს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციის მეორე დღე, ასევე დაეთმო უმაღლეს განათლებას, რომელზეც განიხილეს:
უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის
უზრუნველყოფა. საგანგებო რეაგირებიდან პოსტ კოვიდური მოლოდინები;
ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) გამოცდილება კლასტერული აკრედიტაციის განხორციელების საკითხში;
სამეცნიერო კვლევები საქართველოში - ძირითადი ტენდენციები;
სტუდენტთა ჩართულობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
ევროპაში - არსებული გამოწვევები;
სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში;
ევროპის უნივერსიტეტები და Covid-19 პანდემია - პირველადი რეაგირება და მომავლის პერსპექტივა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჰელი მატისენმა, უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა ფიონა კროზიერმა და ანკა გრირმა, ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) ვიცე-პრეზიდენტმა იაკუბ გროდესკიმ, ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელმა პეგი პავლეტიკმა და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ გაბელმა.