4 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის
ორგანიზებით, არქიტექტურისა და მშენებლობის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს „აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულების“ და "წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სწავლის შედეგების დისტანციურად
განხორციელების საკითხი, შეიმუშავეს სათანადო რეკომენდაციები.