FAQ

წარმოებისა და გადამუშავების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა!

9 თებერვალი 2021

4 და 8 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების  სამსახურის 

ორგანიზებით, წარმოებისა და გადამუშავების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომები გაიმართა.


 

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს  "სამკერვალო წარმოებისა"  და “ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების” 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების სწავლის შედეგების დისტანციურად  განხორციელებისა და 

შეფასების შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს პროფესიული მოდულების დაშვების წინაპირობების ცვლილების საკითხი. 

დარგობრივი საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გასცეს რეკომენდაცია  “ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით.


 

წარმოებისა და გადამუშავების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა!