FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დაინიშნა

15 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის N28 ბრძანებით    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.

საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს  გადაწყვეტილებებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.

მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის პროცედურების და სტანდარტების ცვლილების ინიცირება, რასაც მოჰყვება ქვეყანაში განათლების ხარისხის კულტურის დამკვიდრების მიმართულებით  მნიშვნელოვანი ნაბიჯები.   ამ პროცესში იცვლება საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი ხდება, რომელმაც არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და გავითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს.

 

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №28 ბრძანება