FAQ

შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

12 თებერვალი 2021

2021 წლის 12 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის მიერ, წარდგენილ იქნა პრეზენტაცია, რომლითაც დეტალურად განიმარტა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N 121/ნ ბრძანებით დამტკიცებული - „ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი“.

აღნიშნული წესი პროფესიული განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი კანონქვემდებარე აქტს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად იყენებდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმს, რის საშუალებითაც დეტალურად იქნა მიწოდებული და განხილული ინფორმაცია ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების პროცესსა და პროცედურებთან დაკავშირებით.