FAQ

შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებთან

2 მარტი 2021

1 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ.

ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ ისაუბრეს საბჭოს, როგორც უმაღლესი კოლეგიალური ორგანოს, როლზე ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებაში.

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული, ასევე საბჭოსა და სამდივნოს თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებთან