შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ წევრებთან

5 მარტი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები უმაღლესი საგნმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აკრედიტაციის საბჭოს როლზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარების პროცესში. ასევე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებთან ერთად განიხილეს აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ წევრებთან