სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 9 მარტს სამოქალაქო განათლების მოდულის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გაზიარებულ იქნა მოდულის პროექტის ავტორების მიერ და შესაბამისად აისახება სამოქალაქო განათლების მოდულში.