FAQ

იმ დაწესებულების სტუდენტთა საყურადღებოდ, რომელსაც 2014 წელს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა!!!

6 მარტი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს მობილობას იმ დაწესებულების სტუდენტებისთვის, რომელსაც 2014 წელს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა.
 
მობილობის ელექტრონულ პორტალზე ვაკანტური ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 7 მარტს, 18:30 საათიდან.
 
მობილობა ცხადდება მხოლოდ 1 დღით. სტუდენტებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ 10 მარტს, 11 საათიდან 18:30 საათამდე. მობილობა მათთვის უფასო იქნება.
 
მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 11 მარტს. შედეგების ნახვის შემდეგ სტუდენტმა დაუყოვნებლივ, იმავე დღეს უნდა მიმართოს მიმღებ დაწესებულებას და პირადი საქმე მიიტანოს.

იმ დაწესებულების სტუდენტთა საყურადღებოდ, რომელსაც 2014 წელს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა!!!