FAQ

სოფლის მეურნეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მეფუტკრეობის კვალიფიკაციის შესახებ!

16 მარტი 2021

15 მარტს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა  სოფლის მეურნეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის  მეფუტკრეობის კვალიფიკაციის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციისაჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და მეფუტკრეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ ცენტრში წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესშიშეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასახელებული კვალიფიკაცია საჭიროებს განახლებას ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად და ის თანხვედრაში უნდა იქნას მოყვანილი შრომის ბაზრის  თანამედროვე მოთხოვნებთან. შეხვედრაზე დამსწრე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა ჩარჩო დოკუმენტის შემდგომი გადახედვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.