უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 18 მარტი 2021

2021 წლის  30 მარტი, 15:00 საათი 

 

დღის წესრიგი: 

 

1. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიოლოგიის“  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  

2. სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ,,ბიოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;  

  

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

 

ზუმის ბმული: https://us02web.zoom.us/j/86898264113

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.