უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 25 მარტი 2021

2021 წლის 2 აპრილი, 15:00 საათი

 

 

დღის წესრიგი:

 

 

1. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მათემატიკის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „პოლიტიკური ფილოსოფიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის „საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის განხილვა;

4. შპს სულხან - საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ”საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამის ანგარიშის განხილვა.

 

 

 

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

 

Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/85353625795