განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ონლაინ რეჟიმში გამართა შეხვედრა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების ექსპერტებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან, რომლებიც ასევე აკმაყოფილებენ პროფესიული ნიშნით შერჩეულ ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა დარგობრივი კომპეტენციის 70-მდე ექსპერტი, განხილულ იქნა ავტორიზაციის სტანდარტების სტრუქტურა, კომპონენტები და მათი შეფასების ძირითადი პრინციპები, დარგის ექსპერტის პროფილი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესის სქემა.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ზრუნავს იმაზე, რომ ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გამართული სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებით, დანერგოს სამართლიანი და თანმიმდევრული მიდგომა ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით შეფასების პროცესში.