FAQ

ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა

26 მარტი 2021

25 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს "ფარმაცია (სააფთიაქო)" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელებისა და შეფასების შესაძლებლობებზე.

ასევე, განიხილეს პროფესიული მოდულების დაშვების წინაპირობების ცვლილების საკითხი.
 

ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა