FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან

27 მარტი 2021

26 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების 108-მდე წარმომადგენელი, განხილულ იქნა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითშეფასების ანალიზი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესის სქემა და ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესში გამოყენებული ფორმების პროექტები.

შეხვედრის ფარგლებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაწესებულებების წარმომადგენლებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ზრუნავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან მიმართებით და წლის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს.

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან