30 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ონლაინ რეჟიმში გამართა საინფორმაციო სემინარი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებისათვის.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტები, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების, მსმენელთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის, პროგრამის სახელწოდების, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არსებულ პრაქტიკასა და დაგეგმილ ცვლილებებზე მარეგულირებელ აქტებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ცვლილების საკითხებზე პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებთან მიმართებით.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში მიწოდებული იქნა სტატისტიკა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გასული წლის პერიოდში მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.