FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოკითხვა და კვლევის ანგარიში

2 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ, ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან კოორდინირებით, 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ჩატარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების განსაზღვრას, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მანდატის ფარგლებში.

 

კვლევის პროცესში, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, გამოიკითხა 51 უმაღლესი და 72 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება, რითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული დაწესებულებების ძირითადი საჭიროებებისა და მათზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების იდენტიფიცირება.

 

ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ მომზადდა კვლევის ანგარიში და სამსახურის მანდატის ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი ნაბიჯები დაწესებულებების მხარდასაჭერად.

 

კვლევის ანგარიში