ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა

2 აპრილი 2021

1 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

საბჭომ იმსჯელა ისტორიის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა