დამტკიცდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭო

7 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 5 აპრილის ბრძანებით N321010 დამტკიცდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგობრივი სამინისტროების, დამსაქმებლების, შრომის ბაზრის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლებით.

მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობის პრინციპით შექმნილ საკონსულტაციო კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვასთან, მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მსგავსი ორგანოს არსებობა ხელს შეუწყობს განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის აუცილებელი საერთაშორისო დონეზე თავსებადი და გამჭვირვალე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვას საქართველოს განათლების სისტემაში.

➡️ https://eqe.ge/.../mrchevelta-sabtchos-sheqmnis-shesakheb