ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

8 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს გამართვის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა