FAQ

ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა

9 აპრილი 2021

8 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით "ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის" პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს "ელექტროობის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოდულების შინაარსობრივი ცვლილების, სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელებისა და შეფასების შესაძლებლობის, მოდულებზე დაშვების წინაპირობების ცვლილების საკითხები, ასევე, "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელებისა და შეფასების შესაძლებლობები.

საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციები თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა