2011 წლის 13 დეკემბერს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან განათლების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ:
• დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ფარმაციისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდა;
• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მეოთხე არჩევითი საგნის დაწესების რეგულაცია;
• IV/V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება;
• 2012 - 2013 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით ანკეტა-კითხვარების წარმოდგენა.
საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და IV/V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლის შეხვედრაზე დასწრება.
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა სიმრავლიდან გამომდინარე შეხვედრა გაიმართება 2 ნაკადად:
რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის - 12:00 საათზე;
თბილისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის - 15:00 საათზე.